ალექსეი ნავალნის სახელი რუსეთში ექსტრემისტულ სიმბოლიკად გამოცხადდა. გადაწყვეტილება რუსეთის ოთხი რეგიონის სასამართლოებმა მიიღეს. აღნიშნული ინფორმაცია ეყრდნობა ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციის 2 მონაწილის წინააღმდეგ გამოცემულ დადგენილებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ. იქამდე ნავალნის სახელის ხსენებისთვის აქციის მონაწილე დასაჯეს ულიანოვსკშიც. 4 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა მხოლოდ იმის გამო მიესაჯათ, რომ პლაკატებზე ეწერათ გვარი ნავალნი. სასამართლოს დადგენილებებში მითითებულია, რომ "კორუფციასთან ბრძოლის ფონდი" რუსეთში ექსტრემისტულ ორგანიზაციად მიიჩნევა, ხოლო გვარი ნავალნი - „აკრძალულ სიმბოლიკად" სახელდება.