სერგეი ლავროვი უნგრეთისა და სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ლავროვი პიტერ სიიარტოსა და ივიცა დაჩიჩს ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში შეხვდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტორის განცხადებით, ლავროვი ასევე შეხვდა თურქეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის საგარეო საქმეტა მინისტრებს. ლავროვმა აღნიშნა, რომ თითოეულ კოლეგასთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და საერთაშორისო ასპარეზზე თანამშრომლობის საკითხები განიხილა.