აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების ნაკადი საკმარისი არ არის და ვაშინგტონი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ღაზის სექტორმა მეტი დახმარება მიიღოს. ჯო ბაიდენმა „ტრაგიკული და საგანგაშო მოვლენა“ უწოდა ჩრდილოეთ ღაზაში 29 თებერვალს მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა სასურსათო დახმარების მიღების დროს ცეცხლის გახსნისას.