ქართული ოცნება რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს. პირველი შეხვედრა აჭარაში შედგება. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 13:00 საათზე, ბათუმის დრამატულ თეატრში შეხვდება. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და სახელისუფლებო გუნდის წევრები პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში გამართავენ.