გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მომხდარი შემთხვევის დროს ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ 100-ზე მეტი ადამიანის მოკვლას ეხმაურება. მინისტრი აცხადებს, რომ ისრაელის არმიამ განმარტება უნდა გააკეთოს ღაზის სექტორში, ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით. ბერბოკის თქმით, გერმანიის ხელისუფლება მომხდარის გამო გაოგნებულია.