მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას, იმის შესახებ, რომ მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ე.წ. „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი შედეგებისგან“ დაიცავს, პოლიტიკურ სპექტრში უკვე გამოეხმაურნენ. თავად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ე.წ. „არატრადიციული ცხოვრების“ წესის მიზანმიმართული პროპაგანდა არის ის, რასთანაც დაპირისპირებაც ქართული საზოგადოების პასუხისმგებლობაა. ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე მოუწოდებენ ოპოზიციას, რომ უშუალოდ კანონის ჩამოყალიბების პროცესში მონაწილეობა მიიღონ. თავისმხრივ ოპოზიციაში ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ ახლა რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანას ცდილობს.