სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების მხარდაჭერით დუშეთში ენერგოეფექტური ღუმელების საწარმო ამოქმედდა. პროექტის ფარგლებში კომპანიამ „ესკო-ესი“ 2 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.სახელმწიფოს მხარდაჭერით გახსნილ ახალ საწარმოში 25 ადამიანია დასაქმებული. კომპანია 5 წლიანი პროექტის ფარგლებში 33 ათასი ღუმელის დამზადებას გეგმავს.