გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მომხდარ შემთხვევას გმობს. გუტერეშის განცახდებით, ღაზაში მოქალაქეებს სასწრაფოდ სჭირდებათ დახმარება, განსაკუთრებით კი ალყაშემორტყმულ ჩრდილოეთში, სადაც გაერომ 1-თ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში დახმარების მიწოდება ვერ მოახერხა. ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დროს 104 ადამიანი დაიღუპა და 760-ზე მეტი დაშავდა. გავრცელებული ცნობით, პალესტინელები ჰუმანიტარული დახმარებით სავსე სატვირთო ავტომობილებს ელოდებოდნენ, რაც ისრაელის შეიარაღებულ ძალებში საფრთხედ აღიქვეს და პალესტინელების მისამართით ცეცხლი გახსნეს.