თბილისის ექვს რაიონში მცხოვრებ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდათ. საცხოვრებელი ფართები ამჯერად ნაძალადევის, გლდანის, დიდუბის, ჩუღურეთის, სამგორისა და საბურთალოს რაიონებში მცხოვრებ 40 ოჯახს სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად დაუკანონდა. კახა კალაძის თქმით, ამ დროისთვის ფართებით 3 000-მდე ოჯახი უკვე დაკმაყოფილდა, მერიის პროგრამა კი ისევ გაგრძელდება.