მთავრობის დადგენილებით, საქართველოში იმპორტირებულ ფქვილზე 250-ლარიანი საიმპორტო გადასახადი 1-ელ სექტემბრამდე გახანგრძლივდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ფქვილის იმპორტზე დროებითი საიმპორტო საფასური 2023 წლიდან მოქმედებს და 2024 წლის 1-ელ მარტამდე უნდა ყოფილიყო ძალაში. მანამდე ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია და ადგილობრივი მემარცვლე ფერმერები გადაწყვეტილების მიღებას ხელისუფლებისგან ითხოვდნენ. მიზეზად კი, რუსეთის მიერ ხორბალზე დაწესებულ საბაჟო გადასახადს ასახელებდნენ, რაც კონკურენციის არათანაბარ პირობებს ქმნიდა, დიდი რაოდენობით იმპორტირებული რუსული ფქვილი იაფად შემოდიოდა ქვეყანაში, რაც ადგილობრივი წისქვილკომბინატების მუშაობას არარენტაბელურს ხდიდა. ფქვილზე საიმპორტო გადასახადის ამოქმედების შემდეგ ადგილობრივი და იმპორტირებული ფქვილის ფასი გათანაბრდა და წისქვილკომბინატებმაც განაახლეს მუშაობა. ახლა კი ეს გადასახადი უკვე პირველ სექტემბრამდე იმოქმედებს