აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა მთავრობის მუშაობის შეჩერების, ე.წ. „შათდაუნის“ თავიდან აცილებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. კონგრესის ლიდერები ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ წარმომადგენელთა პალატა და სენატი მოკლევადიანი დაფინანსების კანონპროექტს კენჭს მიმდინარე კვირაში უყრიან. მათ უკვე მიაღწიეს შეთანხმებას სოფლის მეურნეობის წლიურ 6-ს კანონპროექტთან დაკავშირებით, ხოლო დანარჩენ ექვსს, სავარაუდოდ, 22-რ მარტამდე დაასრულებენ. შეგახსენებთ, აშშ-ის მთავრობის დაახლოებით 20%-ს დაფინანსება შაბათს, ადგილობრივი დროით დილის 12 საათზე, დანარჩენ უწყებებს კი მომდევნო პარასკევს ეწურებოდათ. მიღების შემთხვევაში, მოკლევადიანი დაფინანსების კანონპროექტი, სექტემბერის შემდეგ მთავრობის „შათდაუნის“ შესაჩერებლად მეოთხე ასეთი ზომა იქნება.