გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შეუძლიათ, გრძელვადიან მშვიდობას მიაღწიონ. ბერბოკმა ბერლინში სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ორმხრივი და სამმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ გერმანია მზადაა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შეთანხმების მიღწევაში დაეხმაროს. მინისტრის თქმით, ნიკოლ ფაშინიანმა და ილჰამ ალიევმა განაცხადეს, რომ ერთობლივი მუშაობით ამ კრიზისის მოსაგვარებლად მზად არიან. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ გრძელვადიანი პროგრესისთვის პირდაპირი დიალოგი საუკეთესო გზაა.