„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ლილოს დასახლებაში, 21 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული პირი დაკავებულია.
სააგენტოს ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
შეგახსენებთ, მოკლული ქეთი ჯავახიშვილი გუშინ დილით, სახლთან ახლოს იპოვეს. მას დაზიანებები ბლაგვი საგნით ჰქონდა მიყენებული და ორმოში იყო ჩაგდებული.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.