საერთაშორისო ვიზიტების პარალელურად, საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. ევროინტეგრაცია და მოახლოებული არჩევნები - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებზეც ორბელიანების სასახლეში პერიოდულად მსჯელობენ. შეხვედრაზე უკვე იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები, ასევე პარტია „ლელოსა“ და „დროას“ წევრები. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილისთვის სალომე ზურაბიშვილთან მიმდინარე კონსულტაციების მიზანი ამ დრომდე ბუნდოვანია. მაგალითად, ასეთია პარტია „გირჩი“, რომელსაც სალომე ზურაბიშვილისგან მოწვევა ჯერ არ მიუღია. „გირჩისგან“ განსხვავებული მოსაზრებები აქვს პარტია „კანონისა და სამართლის“ ლიდერს. თაკო ჩარკვიანის შეფასებით, ოპოზიცია პრეზიდენტთან დიალოგზე უარს არ უნდა ამბობდეს.