აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა მიაღწიეს შეთანხმებას მთავრობის მუშაობის შეჩერების, ე.წ. „შათდაუნის“ თავიდან აცილებასთან დაკავშირებით.
კონგრესის ლიდერები ერთობლივ განცხადებაში აცხადებენ, რომ წარმომადგენელთა პალატა და სენატი მოკლევადიანი დაფინანსების კანონპროექტს ამ კვირაში უყრიან კენჭს.
„ვთანხმდებით, რომ კონგრესმა უნდა იმუშაოს ორპარტიული წესით ჩვენი მთავრობის დასაფინანსებლად“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
ლიდერების განმარტებით, მომლაპარაკებლებმა უკვე მიაღწიეს შეთანხმებას სოფლის მეურნეობის წლიურ ექვს კანონპროექტთან დაკავშირებით, ხოლო დანარჩენ ექვსს, სავარაუდოდ, 22 მარტამდე დაასრულებენ.
„იმისთვის, რომ მივცეთ პალატისა და სენატის ასიგნებების კომიტეტს ადეკვატური დრო ამ გარიგების პრინციპის შესასრულებლად, საჭირო იქნება, მიმდინარე კვირას კენჭი ეყაროს მოკლევადიან რეზოლუციას 8 და 22 მარტის ჩათვლით უწყებების დასაფინანსებლად“, - განაცხადეს ლიდერებმა.
აშშ-ის ფედერალური მთავრობის დაახლოებით 20%-ს დაფინანსება შაბათს, ადგლობრივი დროით დილის 12.01 საათზე ეწურებოდა, დანარჩენ უწყებებს კი მომდევნო პარასკევს. მიღების შემთხვევაში, მოკლევადიანი დაფინანსების კანონპროექტი, მთავრობის „შათდაუნის“ შესაჩერებლად მიღებული მეოთხე ასეთი ზომა იქნება სექტემბერის შემდეგ.