საქართველოს თავდაცვის მინისტრი საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრებს განაგრძობს. ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის სამინისტროში დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და სომხეთის ელჩებს უმასპინძლა. შეხვედრების მთავარ თემას ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებისა და სამომავლო გეგმების განხილვა წარმოადგენდა. მინისტრმა პარტნიორი ქვეყნების ელჩებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის მზადყოფნა გამოხატა.