რუსეთი ჟენევის დისკუსიების სხვა ადგილას გადატანას მოითხოვს. როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტი ასლან ბჟანია აცხადებს, სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე საკითხი განიხილეს და განაცხადეს, რომ ჟენევის ფორმატმა თავი ამოწურა. ისინი მოლაპარაკებების გადატანას მინსკში ან ბაქოში ფიქრობენ. გაჟღერებული განცხადებების საპასუხოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქართული მხარე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდისთვის ემზადება. პოლიტოლოგები ჟენევის ფორმატის არაეფექტურობაზე საუბრობენ, თუმცა მიაჩნიათ, რომ ამ საკითხის წამოჭრა რუსეთის მხრიდან საქართველოს მისამართით განხორციელებული ჰიბრიდული საფრთხის მორიგი მაგალითია. როგორ ეხმაურება ჟენევის ფორმატის სხვა ქვეყენაში გადატანის იდეას ქართული მხარე ლუკა ცხვედიანის სიუჟეტიდან გაიგებთ