თბილისში, ლილოს დასახლების ტერიტორიაზე მკვლელობა მოხდა.
როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, მოკლულია 20 წლის გოგო.
არსებული ინფორმაციით, მკველობის მოტივი მეგობართან არსებული კონფლიქტია.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.