აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, უკრაინაში ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება უკიდურესად მძიმეა და უკრაინის ჯარებს რუსული აგრესიის მოსაგერიებლად საკმარისი საბრძოლო მასალა არ აქვთ. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, უკრაინელებს ჯავშანტექნიკა, იარაღი და საბრძოლო მასალა ჯერ კიდევ აქვთ, თუმცა კონგრესის უმოქმედობის გამო, აღნიშნული საბრძოლო მარაგის ეკონომიურად გამოყენება უწევთ. მილერმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ბაიდენი კონგრესს მეტად აქტიური მოქმედებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.