პარლამენტში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს მოუსმენენ. რობინ დანიგანი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე კანონმდებლებს "საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი ასპექტებისა და აშშ-ის საგარეო პოლიტიკის" შესახებ ანგარიშს წარუდგენს.მმართველი გუნდის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს ამერიკა-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და აცხადებენ, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავება სხვადასხვა მიმართულებებით მნიშვნელოვანია.