"ლელოს" ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე წარმოებაში მიიღო სარჩელი, რომელიც დაჩქარებული წესით განიხილება. „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის თქმით, სტრასბურიგის სასამართლომ ქართული მართმსაჯულება ტყუილში ამხილა და სწორედ ამიტომ, სტრასბურგის სასამართლო ამ საქმეს 6-ი თვის ვადაში განიხილავს. „ლელოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, იუსტიციის სამინისტრომ განმარტა, რომ საქმეს სტანდარტული პროცედურებით განიხილავენ, რასაც მთელი წელი დასჭირდება.