ანტიკორუფციული ბიურო პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს 30 ოპოზიციონერი დეპუტატის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმებას აპირებს. თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი იმ 30 ადამიანში შედის, ვისი დეკლარაციების შესწავლასაც ანტიკორუფციული ბიურო გეგმავს. ოპოზიციონერი დეპუტატები, ქონებრივი დეკლარაციის შემოწმების პროცესს ხელისუფლების მხრიდან ფარისევლობას უწოდებს. შესამოწმებელთა სიაში პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილიც მოხვდა და მან ანტიიკორუფციულ ბიუროს ბუტაფორია უწოდა. სამადაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ამით ოპოზიციისა და პოლიტიკური ოპონენტების შევიწროებას ცდილობს.