საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ პრეზიდენტი თავის შესაძლებლობებს მაქსიმალურად იყენებს იმისთვის რომ ქვეყანაში კონსოლიდაცია მოხდეს. მათივე განმარტებით, 9-ა დათქმის შესრულების პროცესში პრეზიდენტის როლს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.