საბერძნეთის უმსხვილესმა საჯარო სექტორის პროფკავშირმა 24-საათიანი სახალხო გაფიცვა გამოაცხადა. გაფიცვაში მეტროს, ტრამვაის, რკინიგზის, პორტის თანამშრომლები, ავიადისპეჩერები და ტაქსის მძღოლები მონაწილეობენ. სხვა საკითხებთან ერთად, ისინი ითხოვენ ხელფასის გაზრდას, ასევე ჯანდაცვისა და განათლების სექტორებში დაქირავებული პერსონალის რაოდენობის გაზრდას. სოლიდარობის ნიშნად, გაფიცვას შეუერთდნენ ეროვნული და ადგილობრივი რკინიგზის თანამშრომლებიც.