ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური მხარდაჭერის პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა. ევროპარლამენტმა გადაწყვეტილება 536 ხმით მიიღო, წინააღმდეგი 40 ევროპარლამენტარი იყო, ხოლო 39-მა თავი შეიკავა. ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინისთვის 50 მილიარდის გადაცემის შესახებ შეთანხმებას 1-ელ თებერვალს მიაღწიეს. უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ეწინააღმდეგებოდა.