ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ნაციონალური მოძრაობა ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებს. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში პარტიის ახალაზრდული ორგანიზაციის წევრები ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიასთან შეიკრიბნენ. მათი თქმით, საქართველოს დაჩქარებული წესით ევროინტეგრაციისთვის და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის, სალომე ზურაბიშვილი ვალდებულია მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლოს.