ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მოსკოვს ჟენევის დისკუსიების მინსკში ან ბაქოში გადატანა სურს. აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას თქმით, ეს განპირობებულია იმით, რომ ჟენევას სულ უფრო და უფრო ნაკლებად შეუძლია, მოლაპარაკებების პროცესში ყველა მონაწილისთვის თანაბარი პირობები უზრუნველყოს. მისივე თქმით, „საქართველო უარს ამბობს პოლიტიკურ დიალოგზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ ორმხრივად სავალდებულო შეთანხმების ხელმოწერასთან“ დაკავშირებით.