ოპოზიციური პარტიები სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრებსა და კონსულტაციებს აგრძელებენ. გადაწყვეტილებას “ქართული ოცნების”ოპონენტების ერთი ნაწილი დადებითად აფასებს. მათი განმარტებით, საუბრის მთავარი თემა 9 დათქმის შესრულებას ეხება, პრეზიდენტის ინსტიტუტს კი ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ოპოზიციის მეორე ნაწილი შეხვედრებში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს, თუმცა ამის მიუხედავად კონსულტაციის მზაობას ადასტურებს. ზურაბიშვილის ინიციატივას საპარლამენტო უმრავლესობაც გამოეხმაურა.. მმართველი პარტიის წარმომადგენლები პრეზიდენტს კონსტიტუციის დამრღვევად მიიჩნევენ და მის ქმედებებს ქვეყნისთვის საზიანოს უწოდებენ. თემაზე მეტს ხატია სამხარაძე გაგვაცნობს