საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის მიერ გამართული ვიზიტი და მაღალი დონის შეხვედრები შეაფასეს. აღინიშნა, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობა უმაღლეს ნიშნულზეა და საქართველო მტკიცედ დგას ევროპულ გზაზე. შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია. მხარეებმა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე საქართველოს რეფორმების დღის წესრიგიც განიხილეს.