აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას შეფასებით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში „უცხოური აგენტების შესახებ“ შესული კანონპროექტი რუსული კანონის ზუსტი ანალოგია. როგორც გამახარიამ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ე.წ. კანონპროექტი აფხაზეთსა და რუსეთს შორის საერთო სოციალურ -ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბების 45-პუნქტიანი ე.წ პროგრამის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს რუსულ სამართლებრივ სივრცეში აფხაზეთის თავიდან ბოლომდე მოქცევას.