ანტიკორუფციული ბიურო, პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს 30 ოპოზიციონერი დეპუტატის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმებას გეგმავს. თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი შედის იმ 30 ადამიანში, ვისი დეკლარაციების შესწავლასაც ანტიკორუფციული ბიურო აპირებს. ბიუროს გადაწყვეტილებას ფარისევლობას უწოდებენ ის ოპოზიციონერი დეპუტატები, ვისი დეკლარაციებიც უნდა შეისწავლონ. ანტიკორუფციული ბიუროს არსებობას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც აკრიტიკებენ. რა განცხადებები კეთდება საკითხის ირგვლივ.