აშშ-ის ჯარის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ სამი უეკიპაჟო ხომალდი და ორი ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს - ისინი „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან, იემენიდან წითელი ზღვისკენ მომზადებული იყო გასაშვებად. ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, მათ ასევე დრონი წითელი ზღვის თავზე გაანადგურეს. აშშ-ის შეიარაღებული ძალების განცხადებით, „ჰუსიტები“ წითელ ზღვაში სავაჭრო გემების უსაფრთხო გადაადგილებას საფრთხეს უქმნიან, რაც, მათივე შეფასებით, უპასუხოდ არ უნდა დარჩეს.