კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპარლამენტში შეხვედრებს პირველად ჩაატარებს. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი სტრასბურგში, ევროპარლამენტარებს ყველა პოლიტიკური ჯგუფიდან შეხვდება. საქართველოს მთავარი გზავნილი ევროინტეგრაციის გაძლიერებას, 9 რეკომენდაციის შესრულებასა და შემდეგ ეტაპზე ქვეყნის გადასვლას უკავშირდება.