საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევ ეტაპზე მეორე მატჩი ჩაატარა და „თბილისი არენაზე“ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს, სერბეთს ეთამაშა - დაძაბული შეხვედრა ჩვენი ქვეყნის მარცხით, ანგარიშით 63:73 დასრულდა. 19 ქულით მატჩის ბომბარდირი თორნიკე შენგელია გახდა, ჯო ტომასონს კი 13 ქულა ჰქონდა. სერბეთის ნაკრებში კი 16 ქულით გუდურიჩი გამოირჩა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო 217-ე მატჩი გიორგი ცინცაძისთვის, რომელმაც სანაკრებო კარიერა სწორედ სერბეთთან მატჩით დაასრულა. ჯგუფის მეორე შეხვედრაში საქართველოს ნაკრებისთვის სასურველი შედეგი დაფიქსირდა – ფინეთმა შინ დანია დაამარცხა. ორი ტურის შემდეგ თითო მოგება აქვთ ფინეთს და დანიას, ხოლო სერბეთი ორი გამარჯვებით ჯგუფის ლიდერია.