ისრაელმა "ჰამასის" გვირაბების ახალი ქსელი აღმოაჩინა, რომელიც ცენტრალურ და ჩრდილოეთ ღაზაში, მათ შორის საავადმყოფოსა და უნივერსიტეტის ქვეშ გადის. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, გვირაბის ქსელი, 10-თ კილომეტრზე მეტი სიგრძით, თურქეთ-პალესტინის მეგობრობის საავადმყოფოსა და ახლომდებარე უნივერსიტეტის ქვეშ გადიოდა და ღაზას ქალაქ ზეიტუნამდე აღწევდა. გვირაბი "ჰამასის" ცენტრალური ბრიგადების მიერ ოპერატიული ძალების გააადგილებისთვის გამოიყენებოდა. ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ქსელში საცხოვრებელი ოთახები, სველი წერტილები და იარაღის საწყობები აღმოაჩინეს, ასევე "ჰამასის" რამდენიმე მებრძოლის ცხედარიც იპოვეს.