უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპელი ლიდერების არაფორმალურ სამიტში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც 21-ი სახელმწიფოს მეთაური დაესწრო. უკრაინის პრეზიდენტმა პარიზის სამიტის დისკუსიების შინაარსი არ დააკონკრეტა მაგრამ აღნიშნა, რომ მთავარ თემას უკრაინის სტაბილურობა და გაძლიერება წარმოადგენდა. მისივე თქმით, რუსეთის თითოეული დანაკარგი და თითოეული მარცხი როგორც რუსეთს, ისე ევროპისა და ზოგადად, თავისუფალი სამყაროს ნებისმიერ სხვა მტერს ასწავლის, რომ აგრესიას შედეგი არ მოაქვს. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ დასავლეთმა რუსულ აგრესიას ერთობლივი ძალებით უნდა უპასუხოს.