უნგრეთის პარლამენტში ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილის დროს, რომელიც ოპოზიციამ მოითხოვა, მმართველი პარტია „ფიდესის“ წევრები ფეხზე არ წამოდგნენ. როგორც უნგრული გამოცემები წერენ, ამის გამო ვიქტორ ორბანმა მმართველი პარტიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „მას, ვინც ქართველებს ვირთხებს ეძახდა, პარლამენტში ფეხზე არ უნდა წამოუდგნენ“. მანვე აღნიშნა, რომ ე.წ. „შოვინისტები უნგრეთის პარლამენტში პატივისცემას არ იმსახურებენ.