სომხეთის პარლამენტის დეპუტატი, ერევანში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შესაძლო ვიზიტს ეხმაურება. მმართველი პარტიის, „სამოქალაქო თანხმობის“ დეპუტატის, გაგიკ მელკონიანის განცხადებით, თუ ვოლოდიმირ ზელენსკი სომხეთში ჩასვლას გადაწყვეტს, ქვეყანა მას მიიღებს. დეპუტატი ხაზს უსვამს, რომ სომხეთისთვის საკითხთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციას მნიშვნელობა არ აქვს. ამასთან, სომხეთში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ვალერი ლობაჩი აცხადებს, რომ უკრაინა მზადაა, სომხეთს მხარი დაუჭიროს. მისივე თქმით, ქვეყანა რეგიონის სტაბილიზაციისთვის ყველაფერს გააკეთებს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი სომხეთში, შესაძლოა, მარტის დასაწყისში შედგეს.