პალესტინის ხელისუფლების პრემიერ-მინისტრი, მუჰამედ შტაიე და მისი მთავრობა გადადგნენ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გადადგომის გადაწყვეტილება დასავლეთ სანაპიროსა და იერუსალიმში სიტუაციის უპრეცედენტო ესკალაციის, ასევე ღაზის სექტორში გენოციდისა და შიმშილის ფონზე მიიღო. მისი თქმით, გადადგომის შესახებ განცხადება პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს უკვე წარუდგინა. შტაიე განმარტავს, რომ შემდეგი ეტაპი და გამოწვევები ახალ სამთავრობო თუ პოლიტიკურ მოწყობას მოითხოვს.