დღეს საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში თბილისი არენაზე, სერბეთის ნაკრებს უმასპინძლებს. დღევანდელი მატჩი ბოლო სანაკრებო შეხვედრა იქნება საქართველოს ნაკრების რეკორდსმენ გიორგი ცინცაძისთვის, რომელიც სანაკრებო კარიერას ასრულებს. რა ხდება თბილისი არენის მიმდებარე ტერიტორიაზე და რა მოლოდინები აქვს გულშემატკივარს დღევანდელი შეხვედრის მიმართ, ცოტნე შაორშაძე გვეტყვის.