სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ამერიკა ბელარუსში ჩატარებულ ფიქტიურ საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებს გმობს. უწყების ცნობით, არჩევნები შიშის ატმოსფეროში ჩატარდა, სადაც დემოკრატიულად ვერცერთი საარჩევნო პროცესი ჩაითვლება. უწყების განცხადებით, ლუკაშენკოს რეჟიმს ამ დრომდე 1 400-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს, ყველა დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა კი დაკავებული, ან ქვეყნიდან გაძევებულია. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ არჩევნებზე დასაკვირვებლად ეუთო არ დაუშვა, ამით კი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის აუცილებელი გამჭირვალობა შეზღუდა. ბელარუსში საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები 25 თებერვალს გაიმართა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 73,09% იყო.