უკრაინის ომბუდსმენის დმიტრო ლუბინეცის განცხადებით, 24 თებერვალს ბახმუტის რაიონში რუსეთის ძალებმა უკრაინელი სამხედროები დახვრიტეს, რომლებიც ტყვედ ბარდებოდნენ. საუბარია თავდაცვის ძალების, სულ მცირე, შვიდ სამხედროზე. ომბუდსმენის თქმით, მოპოვებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ უკრაინელი სამხედროები ტყვედ ბარდებოდნენ, მათ ხელები აწეუული ჰქონდათ და აჩვენებდნენ, რომ უიარაღოები იყვნენ. ლუბინეცის განმარტებით, რუსებმა ისინი ტყვედ აყვანის ნაცვლად უმოწყალოდ დახვრიტეს. სიკვდილით დასჯილი უკრაინელების ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია. ომბუდსმენის განცხადებით, მომხდარი რუსეთის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების მორიგი დარღვევაა. უფლებადამცველი გაერო-სა და წითელი ჯვრისთვის მიმართვასაც გეგმავს.