სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ხაზარაძე-ჯაფარიძის სარჩელი განხილვაში მიიღო. ინფორმაციას მამუკა ხაზარაძე ავრცელებს. საქმე ეხება 2022 წლის 12 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს ფულის გათეთრების მუხლი ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობის თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირათ, დამნაშავედ სცნეს და სამივეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯად. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომაც უცვლელი დატოვა.