საქართველოს პრემიერ მინისტრმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი იუნკერები გაიხსენა. ირაკლი კობახიძემ უკრაინელ ხალხს სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და მშვიდობა უსურვა. მან პარალელი გაავლო საქართველოსთან და აღნიშნა, რომ ამ ორი წლის მანძილზე ჩვენც გადავიტანეთ ერთგვარი ომი რადიკალური ოპოზიციის წინააღმდეგ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის. კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ომში სახელმწიფომ გაიმარჯვა. პრემიერმა მიმდინარე წელს განსახორციელებელ რამდენიმე პროექტზეც ისაბრა, მათ შორის ახალგაზრდებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების შესახებ, რომელიც საპილოტე რეჟიმში წელსვე დაიწყება. ირაკლი კობახიძის თქმით, სულ მცირე, ორი-სამი ათასი კურსდამთავრებული სახელმწიფო სტრუქტურებში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლის.