ენდიაის ანგარიშს რომელშიც ნათქვამია, რომ არსებობს საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გამოწვევები, შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. პოლარიზაცია, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ სიტყვიერი თავდასხმები და ადმინისტრაციული რესურსების არაკეთილსინდისიერად გამოყენებაზე ეჭვები- ეს ის საკითხებია რომელიც ენდიაის ანგარიშშია ხაზგასმული. სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, 5 პროცენტიანი ბარიერი საშიშროებას ქმნის რომ შემდეგი მოწვევის პარლამენტი იყოს მხოლოდ ორპარტიული. როგორ აფასებენ დეპუტატები ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის სადამკვირვებლო მისიის დასკვნებს.