დონალდ ტრამპის განცხადებით, არჩევის შემთხვევაში პრეზიდენტობის მეორე ვადას ქრისტიანული ღირებულებების დასაცავად გამოიყენებს. აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ისტორიის განმავლობაში ქრისტიანობას ყველა კომუნისტური რეჟიმი ებრძოდა, რაც მისი გამარჯვების შემთხვევაში არ მოხდება. ცნობისთვის, სამხრეთ კაროლინაში გამართულ საპრეზიდენტო პრაიმერიზში ტრამპის გამარჯვების შემდეგ, „ბიბისი“ წერს, რომ მას „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატობამდე ერთი ნაბიჯი აშორებს.