ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება. ისრაელი ღაზას ქალაქ რაფაჰში ფართომასშტაბიან სპეცოპერაციას აანონსებს და “ჰამასს” მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, ომი მძევლების გათავისუფლებამდე და ჰამასის განადგურებამდე არ შეწყდება. პარალელურად, იემენური დაჯგუფება “ჰეზბოლა” ისრაელზე თავდასხმებს აგრძელებს. ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის დროებითი შეთანხმებას მიაღწევენ, ისრაელი „ჰეზბოლაზე“ დარტყმებს მაინც გააგრძელებს. მინისტრის თქმით, ისრაელის მიზანი „ჰეზბოლას“ საკუთარ პოზიციებზე დაბრუნებაა.