საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტმა ახალგაზრდებსა და სტუდენტებს სიტყვით მიმართა. სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირები გაიხსენა და ახალგაზრდებს ამ დღის გააზრებისაკენ მოუწოდა. მან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ მზად უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის –მათ შორის რუსული პროპაგანდის გააქტიურებისათვის, მაგრამ ამის არ უნდა გვეშინოდეს.