საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ტექსტში სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ რუსეთის იმპერიალისტური მცდელობები, გამოცადოს საქართველოს სიმტკიცე, ოკუპაციითა და ჰიბრიდული ზომების გამოყენებით, წარსულს ვერ აღადგენს. პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველო მტკიცედ მიემართება ევროპისკენ და მას ამ გზიდან ვერავინ ვერ გადაიყვანს.