აშშ-ის სამხრეთ კაროლინას შტატში „რესპუბლიკელების“ პრაიმერიზში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. მედიის ინფორმაციით, ტრამპმა კონკურენტზე, ნიკი ჰეილზე 20 პროცენტით მეტი ხმა მიიღო. სიტყვით გამოსვლისას ტრამპა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენი ამერიკას ანადგურებს, ამას კი ხალხი არ შეეგუება. დონალდ ტრამპმა დადებითად შეაფასა მისი პარტიის ერთიანობა და აღნიშნა, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ ასეთი ერთიანობა აქამდე არ უნახავს. ტრამპის კონკურენტმა, ნიკი ჰეილიმ აღნიშნა, რომ ხმების 40% მიიღო და ეს არ არის ცოტა, ამიტომ ის აპირებს, საპრეზიდენტო რბოლაში დარჩეს.